საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში
14 აპრილი 2014
13 აპრილს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ნიადაგმცოდნეობაში საველე სკოლის მორიგი შეხვედრა ჩატარდა.
საველე სკოლის მონაწილეები - საქართველოს აგრარული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მცხეთაში ყავისფერ და მდელოს-ყავისფერ ნიადაგებს გაეცნენ. სკოლის მონაწილეებმა დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები: მონასტერი „სამთავრო“ და ანტიკური ძეგლი „არმაზი-ბაგინეთი“.
საველე სკოლის ლექტორები იყვნენ:
აკადემიკოსი თენგიზ (გიზო)ურუშაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი;
ასოცირებული პროფესორი - თამარ ქვრივიშვილი;
მეცნიერ მუშაკები - რუსუდან კახაძე და ნინო ნიკოლეიშვილი;
გერმანელი მეცნიერები - დოქტორი ერიკ მიესი და გეოგრაფი სტეფან მელმსი.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ ნიკა ვაჩეიშვილის საუბარმა მხარის ისტორიულ წარსულზე.
მორიგი საველე გასვლა იგეგმება 5 მაისს ოკრიბას ქვაბულში (დასავლეთი საქართველო).