საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში აგრარულ უნივერსიტეტში
22 დეკემბერი 2016
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან განახლდა საველე სკოლის გასვლა სამხრეთ საქართველოში (წალკა, თეთრიწყარო).
საველე სკოლაში მონაწილეობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები.
საველე სკოლის (ხელმძღვანელი ნიადაგმცოდნეობის აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი აკად. თენგიზ ურუშაძე, მონაწილეები – ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე და აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი) მიზანია ნიადაგმცოდნეობის პოპულარიზაცია სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის.
საველე სკოლის მონაწილეები გაეცნენ ყომრალ, ყომრალი-შავ, კორდიან-კარბონატულ ნიადაგებსა და შავმიწებს (მანგლისის წალკის, თეთრიწყაროს მიდამოებში).
საველე სკოლის მომდევნო გასვლები იგეგმება მარშუტით გომბორისა და სურამის ქედებზე, დავით გარეჯის, მცხეთის, სტეფანწმინდის, ქუთაისის მიდამოებში, ბორჯომის ხეობასა და ლაგოდეხის ნაკრძალში.