საზაფხულო სკოლა: "გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“

25 სექტემბერი 2019

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა" ფარგლებში (სამეცნიერო ხელმძღვანელი - მანანა კერესელიძე) 17-20 სექტემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა საზაფხულო სკოლა, სადაც მონაწილეობა მიიღეს აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებმა.
 
პროექტის შემსრულებლებმა და უცხოელმა კოლაბორანტმა ჩაატარეს ლექციები მცენარეთა ბიოლოგიური დაცვისა და ბიომეურნეობების მოწყობის, ბიოპროდუქციის, ბიოწარმოების საკითხებზე, ასევე თხილის ძირითადი მავნებელ-დაავადებების შესახებ. ჩაატარდა ასევე ლაბორატორიული სწავლებაც, სადაც სტუდენტები გაეცნენ პათოგენების (მწერებისა და მცენარეეების) კვლევის ძირითად მეთოდებს.
 
სტუდენტები ეწვივნენ მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს (ბიოაგრო), ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბაზებს სოფელ ჯიღაურასა და სოფელ წილკანში, სადაც დაათვალიერეს ნაკვეთები და პრაქტიკულად გაეცნენ ბიომეურნეობის სპეციფიკის საკითხებს.
 
ბოლო დღეს კი მათ წარადგინეს პრეზენტაციები და გადაეცათ სერტიფიკატები.

მსგავსი სიახლეები