Schuchmann Wines Georgia-ს გაყიდვების მენეჯერი კამპუსში
19 ნოემბერი 2015
პროექტის ფარგლებში "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია კომპანია Schuchmann Wines Georgia-ს გაყიდვების მენეჯერი ბატონი ზურაბ ზარნაძე.
სტუმარმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: კომპანიის მისია და მიზნები, რით ახერხებს კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას, რის ხარჯზე აღწევს კომპანია წარმატებას პროდუქტის გაყიდვებში.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხს.
ღია ლექციის ბოლოს სტუმარმა მოაწყო Schuchmann Wines Georgia-ს მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია.
შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა: თიკო ლაჩაშვილმა, თეონა ცინცაძემ, გვანცა გიორგაძემ, გიორგი ციქუბაძემ და ალმარ დიასამიძემ.
პროექტს "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი-მარიამ ლეჟავა.