სემინარები მეხილეობაში

06 ივლისი 2013

24-25 ივლისს, აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით,  ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ჩატარდება ორდღიანი ინტენსიური სემინარი მეხილეობაში.  

სემინარი  განკუთვნილია ფერმერებისთვის, აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის, საკონსულტაციო ცენტრების   თანამშრომლებისთვის,   სოფლის მეურნეობით  დაინტერესებული სხვა  პირებისთვის.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი მიიღებს ცოდნას  ხილის მოყვანის ძირითადი თავისებურებებისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. გაეცნობა  ბაღის გაშენების,  გასხვლის, მყნობის, განოყიერების და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიდგომებს.

თემები

  • ხეხილის  სტანდარტული და  ინტენსიური ბაღის გაშენების პრინციპები
  • ადგილის შერჩევა ბაღის გასაშენებლად
  • ჯიშები და მათი  შერჩევის მიდგომები
  • მყნობის მეთოდები
  • გასხვლა-ფორმირების ხერხები
  • ირიგაციის  თანამედროვე  ტექნოლოგიები (წვეთოვანი მორწყვა და სხვა)  ხეხილის ბაღებში
  • ახალი ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრესული  ტიპის  ბიო სასუქები და მათი გამოყენების ტექნოლოგია
  • მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემები
  • კენკროვანი კულტურების მოვლის თავისებურებები
  • კაკლოვანი კულტურების მოვლის თავისებურებები
  • თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოვლის თავისებურებები

ლექციებს წაიკითხავენ   დარგის  ადგილობრივი  და საერთაშორისო   წამყვანი მეცნიერები და  სპეციალისტები, პრაქტიკოსი  მეხილეები  და  გამოცდილი კონსულტანტები.

სემინარს დაესწრებიან  საბანკო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მსმენელებს მიაწვდიან ინფორმაციას  სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და თანხის გაცემის შეღავათიანი პირობების  შესახებ. 

კურსის ბოლოს  გაიცემა სერტიფიკატები. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22 ივლისი. 

მონაწილეობის საფასური და დაფინანსება

პროექტის ოქროს სპონსორია ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასუქების  რიგის "ბიოზარის"  აღმოსავლეთ ევროპის და აზიის   ოფიციალური წარმომადგენლობა  '’გოლდენ ერა", რომელიც სემინარის თითოეულ მონაწილეს სთავაზობს 80%-იან სასწავლო გრანტს. დამატებით, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სემინარის თითოეულ მონაწილეს სთავაზობს 10%-იან სასწავლო გრანტს.

საერთო ჯამში, სპონსორების მხარდაჭერის შედეგად, თქვენ 420 ლარის ნაცვლად (რაც სემინარებზე მონაწილეობის საფასურია) გადაიხდით მხოლოდ 45 ლარს.

მონაწილეობის საფასური ფარავს:

  • ბაზალეთის კომფორტულ სასწავლო ცენტრში ცხოვრებისა და სამჯერადი კვების ხარჯებს;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს (თბილისი - ბაზალეთი - თბილისი);
  • საცნობარო და სასწავლო ბეჭდვითი მასალების ხარჯებს

 

კურსის ხანგრძლივობა:  2 დღე

ჩატარების დრო: 24 - 25 ივლისი, 2013  წელი

ადგილმდებარეობა: ბაზალეთის სასწავლო  ცენტრი

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:   574 13 09 83  / 598 19 69 55


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ 598 19 69 55 ზვიად ბობოქაშვილი

ელ.ფოსტა: z.boboqashvili@agruni.edu.ge

 

მსგავსი სიახლეები