შენი იდენტობა ინტერნეტში - სოციალური ქსელების მართვა
09 დეკემბერი 2014
ხუთშაბათს, 11 დეკემბერს 18:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია#200) კომპანია SocialSharks-ის (პრაღა, ჩეხეთი) სოციალური მარკეტინგის მენეჯერი ნიკა ბოლქვაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას - შენი იდენტობა ინტერნეტში - სოციალური ქსელების მართვა.
ნიკა ბოლქვაძე საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფება.
ის უკვე შეხვდა სხვადასხვა ცნობილი კომპანიის მარკეტინგის მენჯერს და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სოციალური მედიის სფეროში.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.