სერჟიო გრანკანოლო
27 აპრილი 2015
28 აპრილს, 16:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 218-ე აუდიტორიაში CERN-ის თანამშრომელი, ფიზიკოსი, პროფ. სერჟიო გრანკანოლო წაიკითხავს ლექციას: ეკოსისტემების შექმნა საკვების წარმოებისათვის.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. იქნება თანმიმდევრული თაგმანი ქართულ ენაზე.
დასწრება თავისუფალია.
სერჟიო გრანკაგოლო ასევე არის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი მკვლევარი; ATLAS-ის პროექტის მონაწილე - დეტექტორული საკონტროლო სისტემების ექსპერტი; CERN-ის ინიციატივით ამზადებს პროექტს „მდგრადი სისტემების მოდელირება მომავლის საკვების წარმოებისათვის“.