სერვანტესის დღე კამპუსში

25 აპრილი 2016

23 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ესპანური მიმართულების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში კამპუსში ჩატარდა სერვანტესის დღე:

• რეზო ჩხეიძის სატელევიზიო ფილმზე ,,ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი’’ შექმნილი ესკიზების (მხატვრები: გიგაური, ლაპიაშვილი, მეძმარიაშვილი) გამოფენა.
• ესპანური კაბინეტის გახსნა.
• ესპანური მიმართულების სტუდენტების პრეზენტაციები
• „სერვანტესის კერძები“ კულინარ მანუელის მასტერკლასი სტუდენტებისთვის.კულინარიის აკადემიაში.

მსგავსი სიახლეები