შეხვედრა პროფესორ ანრი რუხაძესთან
26 დეკემბერი 2014
25 დეკმებერს კამპუსს ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ანრი რუხაძე ეწვია.
სტუმარი შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და საკუთარი საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი.
ანრი რუხაძე არის სხვადასხვა სამეცნიერო პრემიის ლაურეატი და 600-ზე მეტი კვლევის ავტორია.
მისი კვლევის სფეროებია პლაზმური ფიზიკა, კვანტური კინეტიკა, ფიზიკური ელექტრონიკა, პლაზმის და გაზების კინეტიკური თეორია.