შეხვედრა "ტყუპების"ღვინის სახლის დამფუძნებელთან
14 ივნისი 2016
აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებების ორგანიზებით კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა შეხვედრა "ტყუპების"ღვინის სახლის დამფუძნებელთან, გია გამტკიცულაშვილთან.
სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა საკუთარი კომპანიის დაფუძნების ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ.