"Shneider Electric" აგრარულ უნივერსიტეტში

19 ივნისი 2014

18 ივნისს კამპუსს ენერგომოხმარების, ეფექტური მართვისა და ავტომატიზაციის საკითხებში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის Schneider Electric-ის კავკასიის ზონის დირექტორი ოსმან შაჰინი და კომპანია Montage Georgia-ს დირექტორი დავით კახიაი ეწვივნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სასწავლო ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები და სტუდენთა ნამუშევრები.

ასევე, გაესაუბრნენ სტუდენტებს (რომელნიც იმ მომენტში მუშაობდნენ რობოტიკის ლაბორატორიაში) და გაეცნენ კურიკულუმს.

შედგა მოლაპარაკება მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

დასასრულს, სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად სტუმრებმა მიიღეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტისთვის "Schneider Electric" გარკვეულ მოწყობილობების გადმოცემის შესახებ.

მსგავსი სიახლეები