შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია
23 ნოემბერი 2015
24-25 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდება შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აგრარულ უნივერსიტეტში მოქმედი სამეცნიერო ჯგუფების მიერ წარმოებული კვლევების შედეგები.
კონფერენცია ორდღიანია და გაიმართება 113-ე აუდიტორიაში.
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. პროგრამა და სასტენდო მოხსენებების ჩამონათვალი.
დასწრება თავისუფალია.