სიმეონ ჯანკოვის საჯარო ლექცია

02 აპრილი 2013

2 აპრილს, 18:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო ლექციას წაიკითხა ბულგარელ / ამერიკელმა ცნობილმა ეკონომისტმა და Doing Business-ის რეიტინგის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, ბულგარეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ბატონი სიმეონ ჯანკოვმა. 
ლექციის თემა: ევროპის ეკონომიკის კრიზისი - რამდენად კონკურენტულია ევროპის ეკონომიკა

სიმეონ ჯანკოვის შესახებ
ცნობილი ბულგარელი / ამერიკელი ეკონომისტი სიმეონ ჯანკოვი, 2009 – 2013 წლებში გახლდათ ბულგარეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი. 1995წლიდან 2009 წლამდე ის გახლდათ მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი. 
ბანკში იგი მუშაობდა შემდეგ თემებზე: რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებები ჩრდილოეთ აფრიკაში, კომპანიების რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაცია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, კორპორატიული მართვა აღმოსავლეთ აზიაში და სახელმწიფო რეგულირების რეფორმები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სიმეონ ჯანკოვი არის Doing Business პუბლიკაციათა სერიის ავტორი (http://www.doingbusiness.org/), მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთობლივი პროექტის - ფინანსებისა და კერძო სექტორის განვითარების ჯგუფის - მთავარი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის Ideas42-ს თანადამფუძნებელი, ბლოგების blog.doingbusiness.org და www.crisistalk.org ხელმძღვანელი. 
IDEAS/RePEc-ის თანახმად, სიმეონი მსოფლიოს 150 ყველაზე ციტირებად ეკონომისტს შორისაა. მისი მრავალი ნაშრომი გამოქვეყნებულია ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორიცაა Quarterly Journal of Economics, American Economic Review, Journal of Finance, Journal of Financial Economics, Journal of Public Economics, and Journal of Comparative Economics. და სხვა. იგი ფლობს მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ეკონომიკაში.
2008 წლის აგვისტოში ბატონი სიმეონი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის „საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ეკონომიკური განვითარებისთვის“ მოწვეული პროფესორი. 
2009 წელს მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა თავისუფალი უნივერსიტეტის ზამთრის საერთაშორისო სემინარების "გლობალური ფინანსური კრიზისი: მითი თუ რეალობა" მონაწილეებისთვის.
2010 წელს, სიმეონ ჯანკოვი სტუმრობდა თავისუფალ უნივერსიტეტს და წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: რა გვასწავლა კრიზისმა წარმატებული ეკონომიკური განვითარების შესახებ?

მსგავსი სიახლეები