სკოლის მოსწავლეებმა აგრარულ უნივერსიტეტში შესრულებული პროექტებით გაიმარჯვეს

24 მარტი 2016

ტექნო პარკში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა IYIPO-ს რესპუბლიკური ტური გაიმართა, რომელიც წელს მეათედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 60-მდე პროექტმა მიიღო.

კონკურსში მერვე-მეთორმტე კლასის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას შემდეგ დისციპლინებში: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა და ინჟინერია.

120 კონკურსანტიდან ჟიურიმ საუკეთესო გამომგონებლები შეარჩია, რომლებიც გააგრძელებენ ასპარეზობას IYIPO-ს ფინალში. IYIPO-2016 წელს 21-23 აპრილს გაიმართება და მასში 45 ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდა მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.

IYIPO-ს რესპუბლიკურ ტურში ქიმიის დისციპლინაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა "უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდის დამზადება ბუნებრივი ანტოციანინების საფუძველზე" - დემირელის კერძო კოლეჯი. მოსწავლეები: გიორგი მეშვილდლიშვილი (მე-12 კლასი), ალექსანდრე ფიჩხაძე (მე-11 კლასი).

მეორე ადგილი დაიკავა პროექტმა "მეორადი ზეთების უტილიზაცია და მათი ბიოდიზელად გარდაქმნა" - ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლა. მოსწავლეები: თამარ კუპატაძე (მე-11 კლასი), ლევან ლობჟანიძე (მე-11 კლასი).

ორივე გამარჯვებული პროექტი მონაწილეობას მიიღებს ფინალში.

გამარჯვებული პროექტები შესრულებული იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში დოქტორ თეა მათითაიშვილის ხელმძღვანელობით.

მსგავსი სიახლეები