სოფიო კობაურის მოხსენებები საფრანგეთსა და აშშ-ში
07 თებერვალი 2019
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო კობაური მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციებზე „20th International Conference on Nanotechnology Materials and Applications“ და „International Conference on Biomedical Engineering and Technology” პარიზსა და ნიუ იორკში.
ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივი გრანტით.
პარიზში სოფიო კობაურმა წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: „Drug Delivery Nano-Containers Based on Pseudo-Proteins”. მოხსენება ეხებოდა კათიონური ფსევდო-პროტეინების საფუძველზე მიღბული დადებითი მუხტის მატარებელი წამლის მიმწოდებელი ნანო-კონტეინერების მიღებასა და კვლევას.
ნიუ-იორკში კი წარადგინა ზეპირი მოხსენება სათაურით: “Nanocarriers Made of Amino Acid Based Biodegradable Polymers: Poly(Ester Amide) and Related Cationic and PEGylating Polymers”. მოხსენება ეხებოდა რეგულარული პოლიესტერამიდის, კათონური პოლიესტერამიდისა და სავარცხლის-მსგავსი თანა-პოლიესტერამიდის საფუძველზე სხვადასხვა ტიპის, მათ შორის პეგ-ილირებული ბიოსამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების მიღებას და კვლევას.
ორივე კონფერენციაზე სოფიო კობაური დაჯილდოვდა „საუკეთესო პრეზენტაციის ჯილდოთი“ ("Best Presentation Award").