შოთა ნატროშვილი სწავლას ევროპაში გააგრძელებს
23 სექტემბერი 2021
აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების კურსდამთავრებული, შოთა ნატროშვილი სწავლას ევროპაში გააგრძელებს.
შოთამ ერასმუს მუნდუსის სტიპენდია მოიპოვა და ღვინის ტურიზმის ერთიან სამაგისტრო პროგრამაზე (International Master on Wine Tourism Innovation – WINTOUR) ისწავლის სრული დაფინანსებით.
აღნიშნული პროგრამა 2 წლიანია და ხორციელდება ევროპის სამ უნივერსიტეტში: Rovira i Virgili University-ში (ტარაგონა, ესპანეთი), University of Bordeaux-ში (ბორდო, საფრანგეთი) და University of Porto-ში (პორტო, პორტუგალია).
შოთა 2017 წელს სწავლობდა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში (გერმანია) ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
შოთას ასევე აქვს საკუთარი მარანი "იბერო" სოფელ ვაჩნაძიანში, რომლის ღვინოც ექსპორტზე გადის დიდ ბრიტანეთსა და ლიტვაში.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი 2025
თინათინ თურმანიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
20 ნოემბერი 2025
სოფიო ჭუმბურიძე გაცვლითი პროგრამით იმყოფება საფრანგეთში
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025