შოთა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა გაიმარჯვა

03 აგვისტო 2021

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დაფინანსდა აგრარული უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ნაშრომი „გენეტიკის მოკლე საგნობრივი ენციკლოპედია“ (ავტორი, პროფესორი ია ფიფია), რომელიც ითვალისწინებს გენეტიკის საკვანძო ცნებებთან და ტერმინებთან ასოცირებული ინფორმაციის თავმოყრას დარგობრივ ენციკლოპედიურ ცოდნად.

ნაშრომი მოიცავს გენეტიკისა და მასთან მომიჯნავე ბიოლოგიური დისციპლინების ტერმინთა განმარტებებს, ტერმინთა ინგლისური შესატყვისების საძიებელს როგორც სასწავლო პროცესში, ისე, კვლევებში გამოყენებული ელექტრონული რესურსების ჩამონათვალს, ბოლო რამდენიმე საუკუნის სამეცნიერო აღმოჩენების ქრონოლოგიურად დალაგებულ ჩამონათვალსა და ილუსტრაციების დანართს.

წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ. 

მსგავსი სიახლეები