შოთა რუსთაველის საგრანტო პროექტის ფინალური პრეზენტაცია

08 მაისი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გრანტის AR/165/10-110/14 „მიკოტოქსინების ახალი ადსორბენტის-ადგილობრივი ბენტონიტების გამოყენება ფრინველის კვებაში“, ფინალური პრეზენტაცია.

დღეისათვის, ფრინველის კვების ულუფაში მარცვლეული და ტექნიკური წარმოშობის ნარჩენები როგორიცაა: შროტი და კოპტონი 85-88%-ს იკავებს. სამწუხაროდ, ინგრედიენტების ხარისხი ბოლო 15-20 წლის განმავლობაში დღითიდღე უარესდება, რისი გამომწვევი მიზეზი მიკოტოქსინებით დაბინძურებაა. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილი მიკოტოქსინების ადსორბენტების მოძიებისა და გამოყენების ეფექტურობისკენაა მიმართული.
 
ადსორბენტები შეიძლება იყოს როგორც ხელოვნური ასევე ბუნებრივი. ზემოთ აღნიშნული გრანტის შესრულებისთვის კვლევის მიზანს წარმოადგენდა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხის ასკანგელის, როგორც მიკოტოქსინების ადსორბენტის გამოყენების ეფექტურობა ფრინველის კვებაში მიკოტოქსინებისგან დეტოქსიკაციის მიზნით, ხოლო კვლევის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მიერ ფრინველის კვებაში პირველად იქნა გამოყენებული მიკოტოქსინების ადსორბენტად ადგილობრივი ალუმინსილიკატური წარმოშობის ბენტონიტური თიხა - ასკანგელი, რომელმაც ეფექტურად ჩაანაცვლა იმპორტული ადსორბენტი „დეტაქსაპლიუსი“.

მსგავსი სიახლეები