შტეფან ვან ვაზენს მიენიჭა აგრარული უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება
20 მაისი 2024
აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისთვის 6-10 აპრილს პროფესორმა შტეფან ვან ვაზენმა (Stefan van Waasen) ჩაატარა ლექციათა კურსი თემაზე: "გაზომვები და სენსორული სისტემები".
შტეფან ვან ვაზენი არის გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის ცენტრალური ინსტიტუტის (ელექტრონიკისა და ანალიტიკის ZEA-2) დირექტორი და გერმანიის დუისბუგ-ესენ უნივერსიტეტის პროფესორი (Duisburg-Essen University).
ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება. შედეგად, სტუდენტებს გადაეცათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
შტეფან ვან ვაზენის მიწვევით საბაკალავრო პროგრამის 10-ზე მეტმა სტუდენტმა ერთთვიანი სტაჟირების კურსი გაიარა მის ინსტიტუტში, სამაგისტრო პროგრამის 5-მა სტუდენტმა კი 6 თვის განმავლობაში იმუშავა იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინჟინერიის ცენტრალური ინსტიტუტის სამაგისტრო ნაშრომის მოსამზადებლად. ამჟამად კი აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი 3 წლის ვადით მუშაობს ZEA-2-ში სადოქტორო თეზისის მოსამზადებლად.
შტეფან ვან ვაზენს მიენიჭა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება.






მსგავსი სიახლეები

28 ნოემბერი 2024
ნოდარ ვაშაყმაძე სწავლას აგრძელებს Budapest University of Economics and Technology-ში

26 სექტემბერი 2024
ბაუმერმა პირველკურსელებს სასწავლო გრანტი გადასცა

16 სექტემბერი 2024
დემეტრე რამიშვილი ისწავლის Budapest University of Technology and Economics-ში

05 ივლისი 2024
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები

18 მარტი 2024