Stefan van Waasen-ის ლექციათა კურსი თემაზე "გაზომვები და სენსორული სისტემები"
10 მაისი 2023
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისთვის 24-28 აპრილს პროფესორმა შტეფან ვან ვაზენმა (Stefan van Waasen) ჩაატარა ლექციათა კურსი თემაზე "გაზომვები და სენსორული სისტემები".
შტეფან ვან ვაზენი არის გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის ცენტრალური ინსტიტუტის (ელექტრონიკისა და ანალიტიკის ZEA-2) დირექტორი და გერმანიის დუისბუგ-ესენ უნივერსიტეტის პროფესორი (Duisburg-Essen University).
ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება. შედეგად, სტუდენტებს გადაეცათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
წინა შერჩევისას საუკეთესო შედეგის მქონე 2 სტუდენტი მიწვეულია იულიხის კვლევით ცენტრში 1-თვიან სტაჟირებაზე. მიმდინარეობს შემდეგი მინიმუმ 2 კანდიდატის შერჩევა სტაჟირებისათვის გერმანიაში.
ეს იყო პროფესორი ვაზენის მიერ მესამედ ჩატარებული ლექციების კურსი.
მსგავსი სიახლეები
26 სექტემბერი 2024
ბაუმერმა პირველკურსელებს სასწავლო გრანტი გადასცა
16 სექტემბერი 2024
დემეტრე რამიშვილი ისწავლის Budapest University of Technology and Economics-ში
05 ივლისი 2024
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები
20 მაისი 2024
შტეფან ვან ვაზენს მიენიჭა აგრარული უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება
18 მარტი 2024