სტუდენტები კომპანია სარაჯიშვილს ესტუმრნენ

15 მაისი 2015

პროექტის ფარგლებში „მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამპუსში" საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტებმა მოიწვიეს კომპანია სარაჯიშვილის მარკეტინგის მენეჯერი, რეზო ჯანიაშვილი.

რეზო ჯანიაშვილმა 14 მაისს სტუდენტთა ჯგუფს ჩაუტარა მოკლე ექსკურსია კომპანიის საწარმოში.

სტუდენტებმა ნახეს კომპანიის მარნები, გაეცნენ „სარაჯიშვილის" წარმოშობის ისტორიას, კონიაკის დაყენების ტექნოლოგიასა და ჩამოსხმის პროცესს.

პროექტს „მარკეტინგის მენეჯერი სტუმრად კამსუსში" აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები