სტუდენტები საგურამოში

07 აპრილი 2014

5-6 აპრილს, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები (მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობა, ღვინის ბიზნესი - მაინორები) ვიზიტით იმყოფებოდნენ საგურამოში, ჯიღაურას ვაზის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრის საკოლექციო და სადედე ნაკვეთებში.

სტუდენტებმა დაათვალიერეს და პრაქტიკულად გაეცნენ ვენახში მიმდინარე სამუშაოებს: ვაზის სხვლა-ფორმირების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახალგაზრდა ვაზის ფორმირების წესებს, ვაზის სამყნობი მასალების (სანამყენე, ფილოქსერაგამძლე საძირე) მომზადების წესებს, ვაზის მყნობის მეთოდებს და ა.შ.

სხვადასხვა აგროტენიკური სამუშაოების შესწავლის მიზნით მსგავსი გასვლითი ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.

სტუდენტების ვიზიტს პროფესორი. ლევან უჯმაჯურიძე და პროფესორი ლალი მოსიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

მსგავსი სიახლეები