სტუდენტების დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია

25 ივნისი 2019

22 ივნისს კახა ბენდუქიძის კამპუსში, ტრადიციულად, ღვინის კომპანიის მფლობელებმა, ხელმძღვანელებმა და მეღვინეებმა შეაფასეს მევენახეობა-მეღვინეობის მე-4 კურსის სტუდენტების მიერ დაყენებული ღვინოები.

აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაკალავრიატის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები უნივერსიტეტის მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს. ეს ღვინოები წარმოადგენს სტუდენტების დამოუკიდებელი მუშაობის შედეგს. სტუდენტები თვითონ არჩვეენ ყურძნის ჯიშსა და ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ამუშავებენ, წინასწარ ახდენენ ტკბილისა და დურდოს დამუშავებას, ალკოჰოლურ დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას.

შემდეგ ეტაპზე საზღვრავენ ღვინის ფიზიკო-ქიმიური პარამეტრებს. ტარდება დეგუსტაციები ხარისხის შეფასების მიზნით. ატარებენ საცდელ გაწებვას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში. ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და დასაგემოვნებლად სთავაზობენ მომხმარებელს.

მსგავსი სიახლეები