სტუდენტების შეხვედრა მინისტრთან

08 მაისი 2014

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. მთავარი თემა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობის განხილვა იყო, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხი.

მსგავსი სიახლეები