სტუდენტებმა ოკაცესა და მარტვილის კანიონები გაწმინდეს
11 აგვისტო 2015
ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საველე პრაქტიკების ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.
სტუდენტებმა რეინჯერებთან ერთად ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
აქციას დაცულე ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბერიძე ხელმძღვანელობდა.
მონაწილეებს ასევე განემარტათ თუ რა ზიანი მოაქვს პოლიეთილენს გარემოსთვის და რა ქმედებებია აუცილებელი პრევენციის კუთხით.
დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენდა.