სტუდენტური კონ ფერენცია თემაზე: ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

04 თებერვალი 2015

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამ-შრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში.

ნაშრომი უნდა ეხებოდეს ზოგადად ტურიზმს ან ტურიზმის რომელიმე სფეროს. შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად ინოვაციური იდეები, მარკეტინგული მეთოდები, ტურიზმის პროგნოზირების მეთოდები, კვლევები და ტურიზმის ეკონომიკური მოდელები.

მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები.

კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს.

კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების ბაზების შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების პერსპექტივით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კრებულში სახელწოდებით“ ტურიზმის განვი-თარების პერსპექტივები საქართველოში“.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.


მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 10 მარტი - თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა. მოცულობა 1-2 გვერდი
  • 15 მარტი - მომდევნო ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება
  • 3 აპრილი - ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი
  • 10 აპრილი - შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა
  • 16-17 აპრილი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული და ინგლისური.
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.gnta.ge/conference
თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ მისამართზე: tourismconference@gnta.ge

მსგავსი სიახლეები