სტუდენტური კონფერენცია - ნაცნობი და უცნობი აღმოსავლეთი
10 ოქტომბერი 2014
2014 წლის 26-27 დეკემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „ნაცნობი და უცნობი აღმოსავლეთი“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, ”ისტორიის კლუბი“, „მომავალ დიპლომატთა კლუბი“.
თანამონაწილეობენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თურქეთის საელჩო საქართველოში, კატარის საელჩო საქართველოში, ერაყის საელჩო საქართველოში, იაპონიის საელჩო საქართველოში, ჩინეთის საელჩო საქართველოში, კორეის საელჩო საქართველოში.
კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ახლო (არაბული ქვეყნები, ირანი, თურქეთი) და შორეული აღმოსავლეთის (იაპონია, ჩინეთი, კორეა) ქვეყნებიდან საკონფერენციო თემის მიმართულება და განავრცონ მოცემული თემატიკა შემდეგ სფეროებში:
· ისტორია და რელიგია;
· ხელოვნება და კულტურა;
· ეკონომიკა და ბიზნესი;
· სამართალი;
· პოლიტიკა და უსაფრთხოება (ტერორიზმი);
· და სხვა...
კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია, სადაც მითითებული იქნება თემის სათაური და მოკლე ანოტაცია (თემის ძირითადი საკითხები).
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი.
საწყის ეტაპზე გადმოაგზავნეთ მოხსენების სათაური და მოკლე (ერთგვერდიანი) ანოტაცია, რომელშიც თემის ძირათადი საკითხები იქნება მოცემული.
საბოლოო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 5-7 გვერდს. თან დაურთეთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე და თემის ხელმძღვანელის რეცენზია/რეკომენდაცია.
კონფერენციაზე მოხსენების წარდგენისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია Power Point–ის გამოყენება.
ნაშრომის მახასიათებელი:
· 5–7 გვერდი (A4)
· შრიფტი - Sylfaen
· შრიფტის ზომა 12
· ინტერვალი 1,5
ნაშრომების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 30 ნოემბერი.
წარმატებული ნაშრომები გამოიცემა ცალკე კრებულად
საკონტაქტო ინფორმაცია:
გოგი კაციტაძე
g.katsitadze@freeuni.edu.ge
593 30 89 38
რატი ასათიანი (კოორდინატორი)
r.asatiani@freeuni.edu.ge
599 07 14 41