სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2025
04 ივლისი 2025
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური ღვინის ფესტივალი 2025 ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.
ფესტივალს ესწრებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ღვინის სფეროს სპეციალისტები და ღვინის კომპანიების წარმომადგენლები. მათ სტუდენტების მიერ შექმნილი ღვინოები დააგემოვნეს და სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით შეაფასეს.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო კლასიკური თეთრი ღვინო – I ადგილი – გუნდი „ცათმფრენი“. სტუდენტები: ანი ვარამაშვილი, ხატია დუნდუა, ბარბარე მირიანაშვილი
- საუკეთესო ქვევრის ღვინო – I ადგილი – გუნდი „სამთა“. სტუდენტები: გიორგი მოდებაძე, სანდრო უჩანეიშვილი, სანდრო ლომინეიშვილი, დემეტრე საგინაშვილი
- საუკეთესო წითელი ღვინო – I ადგილი – გუნდები „ვინოლუცია“ და „კადნიერი“. სტუდენტები: “ვინოლუცია” - მარიამ შათირიშვილი, ირაკლი გოგოძე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ღვთისავარ საგანელიძე; “კადნიერი” - ქეთო ჩიქოვანი, მარიამ კორკელია, კატო მეუნარგია, გიორგი კახოიძე
- ღვინის საუკეთესო პრეზენტაცია – I ადგილი – გუნდი „ვინოლუცია“. სტუდენტები: მარიამ შათირიშვილი, ირაკლი გოგოძე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ღვთისავარ საგანელიძე
- საუკეთესო კონცეფცია – I ადგილი – გუნდი „საარშიყო“. სტუდენტები: ნინი კოდალაშვილი, რევაზ ჩაგელიშვილი, ელენე ჭყონია, ანი ენუქიძე
მე-4 კურსის სტუდენტები „მიკროვინიფიკაციისა და ღვინის ფესტივალის სიმულაციის“ საგნის ფარგლებში უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიასა და მარანში ამზადებენ თავიანთ საავტორო ღვინოებს. სტუდენტებისთვის სავალდებულოა დააყენონ როგორც წითელი, ასევე თეთრი ღვინოები ქვევრისა და კლასიკური ტექნოლოგიით. საგნის ლექტორები არიან: ანნა გოდაბრელიძე, დავით ჩიჩუა, ალექსანდრე ვლასოვი, კატო შალვაშვილი.
სტუდენტები თავად არჩევენ ყურძნის ჯიშსა და წარმოების ტექნოლოგიას, კრეფენ ყურძენს, ახდენენ ტკბილისა და დურდოს წინასწარ დამუშავებას, ალკოჰოლური დუღილის წარმართვასა და რეგულირებას, ვაშლ-რძემჟავა დუღილის ჩატარებასა და დაავადებების პრევენციას. ამასთანავე, სტუდენტები საზღვრავენ ღვინის ფიზიკურ-ქიმიურ პარამეტრებს, ხარისხის შეფასების მიზნით ატარებენ დეგუსტაციებს, ამოწმებენ მდგრადობას, ზრუნავენ ღვინის სტაბილიზაციაზე და ასხამენ ბოთლებში.
პარალელურად, სტუდენტები სწავლობენ მეღვინეობის ქვეყნების, რეგიონების, ყურძნის ჯიშების, ტექნოლოგიების წარდგენას/პრეზენტაციას. დეგუსტაციის ნაწილში სინჯავენ, აფასებენ და აღწერენ როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებს.
„ღვინის მარკეტინგის“ საგნის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტებთან ერთად ქმნიან ეტიკეტის დიზაინს და წარუდგენენ მომხმარებელს. საგნის ლექტორია ბექა კოკაია, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის მხრიდან ეტიკეტის დიზაინზე მუშაობას კოორდინაციას უწევდა ლექტორი ირინა ქვლივიძე.





მსგავსი სიახლეები

28 აგვისტო 2025
ლაშა ხუციშვილი სწავლას აგრძელებს შვეიცარიაში, სადოქტორო პროგრამაზე

21 აგვისტო 2025
მარიამ ნავროზაშვილი სწავლას აგრძელებს University of Strasbourg-ის და University of Freiburg-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე

20 აგვისტო 2025
გამოვლინდნენ კომპანია აგროსფეროს სტიპენდიანტები

11 ივლისი 2025
8000 მოსავალმა მეექვსედ უმასპინძლა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების ღვინის დეგუსტაციას

30 ივნისი 2025