სტუმრები ესტონეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან
25 ნოემბერი 2014
24 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს პარტნიორი - ესტონეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ბელი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენელი, ანასტასია საფონოვა ეწვივნენ.
პროფესორმა ბელმა წაიკითხა ლექცია თემაზე: "თანამედროვე ტენდეციები ლანდშაფტის არქიტექტურაში: პრაქტიკა,სწავლება და კვლევა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ".
ლექციის შემდეგ ანასტასია საფონოვამ დამსწრე საზოგადოებას ერასმუსის ფარგლებში არსებულ გაცვლით პროგრამები გააცნო.