სტუმრები სომხეთის და რუსეთის უნივერსიტეტებიდან

16 ნოემბერი 2014

12 ნოემბერს კამპუსს სომხეთისა და რუსეთის კ. ტიმირიაზევის სახელობის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტების დელეგაციები ესტუმრნენ.

რუსეთის აგრარულ უნივერსიტეტს რექტორი ვასილი ნეჩაევი და პრორექტორი სერგეი გარნიკი წარმოადგენდნენ, სომხეთის აგრარულ უნივერსიტეტს კი პრორექტორი პარუირ ეფერდიანი.

სტუმრებმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები