სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციონიზმი ახალ ჭრილში

27 ოქტომბერი 2015

23 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩატარდა National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორის, ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია "სულის არითმეტიკა - ევოლუციური მოძღვრება და კრეაციონიზმი ახალ ჭრილში".

ლექცია შეეხებოდა ღეროვანი უჯრედების კვლევის ბოლოდროინდელ მიღწევებს და სხვა აღმოჩენებს, რომლებიც ახალ ჭრილში გვთავაზობენ პასუხებს კითხვებზე - არის ათეიზმი რწმენა ან თუნდაც ახალი ტიპის რელიგია? საიდან "მოდის და საით მიდის" მორალი (განსაკუთრებით ღეროვანი უჯრედებით "მანიპულირების" ფონზე). რამდენად სჭირდება თანამედროვე მეცნიერებას კრეაციონიზმი, როგორც კონცეფცია? ქმნის თუ არა პარადიგმის ეს ცვლილება სულის უკვდავების, როგორც იმედის მოსპობის საშიშროებას.

ლექციის დასაწყისში სტუმარმა სტუდენტებს National Geographic საქართველოს სპეციალური სტუდენტური შეთავაზებებიც გააცნო.

ლექციის მეორე ნახევარი დისკუსიას დაეთმო.

შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები