კოქციდოლოგთა მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი
08 აგვისტო 2023
2023 წლის 17-20 ივლისს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა კოქციდოლოგთა მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი.
სიმპოზიუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტი, მისი დირექტორის გიორგი ჯაფოშვილის ხელმძღვანელობით და უხერხემლოთა კვლევის ცენტრი.
მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 40-მდე მკვლევარმა 15 ქვეყნიდან: აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სიმპოზიუმის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო კოქციდების ბიოლოგიის, ეკოლოგიის, მავნეობისა და მათი ბიოლოგიური კონტროლის შესახებ 30-ზე მეტი მოხსენება და 10-ზე მეტი პოსტერი. კოქციდების კვლევებში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ დოქტორი ტაკუმასა კონდო (პორტუგალია) და ჯილიან ვატსონი (დიდი ბრიტანეთი), ასევე გაიცა დიპლომი პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარისათვის, რომელიც მიიღო სკოტ შნეიდერმა (აშშ).
კოქციდოლოგთა პირველი სიმპოზიუმი გაიმართა ავსტრალიაში (კანბერა) და მას შემდეგ იგი იმართება რეგულარულად 3 ან 4 წელიწადში ერთხელ.
მსგავსი სიახლეები
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026
ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში
02 თებერვალი 2026