თამარ ზაკალაშვილი სწავლას აგრძელებს ღვინის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამაზე
27 აგვისტო 2024
მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებული თამარ ზაკალაშვილი სწავლას აგრძელებს ღვინის ტურიზმის ერთობლივ ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. იგი ისწავლის ესპანეთში, საფრანგეთსა და პორტუგალიაში.
თამარმა მოიპოვა Erasmus Mundus Joint Master Scholarship, რაც მოიცავს სწავლის სრულიად დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.
თამარის სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საგნებს, როგორიცაა შემაგრებული ღვინის ტექნოლოგია, ცქრიალა ღვინის ტექნოლოგია, ღვინის მარკეტინგი, ღვინის ტურიზმი და სხვა. ასევე, პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია პრაქტიკის გავლა ევროპის ორ სხვა ქვეყანაშიც - ერთხელ ღვინის ტურიზმის მიმართულებით და მეორედ რთველზე.
თამარი აგრარულ უნივერსიტეტში სწავლისას მონაწილეობდა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტთან გაცვლით პროგრამაში ღვინის ბიზნესის მიმართულებით და მიღებულმა ცოდნამ მისცა ბიძგი მის დაინტერესებას ღვინის ტურიზმით.
მსგავსი სიახლეები
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025
ნუტრიმაქსის ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
26 სექტემბერი 2025
ნინო ქაჩლიშვილი კვლევითი პროგრამით იმყოფებოდა შვედეთში, Karolinska Institute-ში
24 სექტემბერი 2025