თანამედროვე ვეტერინარული სამედიცინო–დიაგნოსტიკური ლაბორატორია – მიღწევები, პერსპექტივები, უახლესი ტექნოლოგიები

25 თებერვალი 2015

"Human GmbH" (გერმანია), "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიამ" და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტმა 22 თებერვალს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტის კლინიკის ბაზაზე, ჩაატარეს საერთაშორისო სემინარი თემაზე: "თანამედროვე ვეტერინარული სამედიცინო–დიაგნოსტიკური ლაბორატორია – მიღწევები, პერსპექტივები, უახლესი ტექნოლოგიები"

საერთაშორისო სემინარს ხელმძღვანელობდნენ: "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას" პრეზიდენტი ზურაბ ბრელიძე, აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვეტერინარული კლინიკის კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ეკატერინე ღვალაძე, "ახალი ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების" ხელმძღვანელი ნანა მირცხულავა და "ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი ხაჭაპურიძე.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: "Human GmbH"-ის საერთაშორისო ექსპერტმა კლინიკურ ბიოქიმიაში– გაბრიელა მოოსმა, "Human" GmbH-ის ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალფრედ კრუგმა, "საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის" ხელმძღვანელმა პროფ. დავით გოდერძიშვილმა, "საქართველოს წვრილ ცხოველთა ვეტერინარული ასოციაციის" ხელმძღვანელმა ელენე ჭიჭინაძემ, გერმანული კომპანია "SIFIN" GmBh"-ის საერთაშორისო ექსპერტმა ბაქტერიოლოგია-მიკრობიოლოგიაში რონალდ რაშმა და ვეტერინარული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ "Ballya Bio" (ტაივანი) წარმომადგენელმა კიკო ჩენმა.

სემინარზე წარმოადგინეს 6 მოხსენება. მსურველებისთვის ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები.

მსგავსი სიახლეები