თავისუფალი უნივერსიტეტი მსოფლიო ბანკის ანგარიშში

02 ივლისი 2018

მსოფლიო ბანკის წლიურ ანგარიშში - The Changing Nature of Work უნივერსიტეტების წარმატების მიმოხილვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტით იწყება. თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

თავისუფალი უნივერსიტეტი ნახსენებია, როგორც გლობალურად წარმატებული ორგანიზაცია.

ციტატა მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან:
"თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 2007 წელს დაფუძნდა არამომგებიანი ორგანიზაციის მიერ და გახდა ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი უნივერსიტეტი საქართველოში. [...] ეს წარმატება მიღწეულ იქნა უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, სტუდენტებზე მორგებული სასწავლო პროგრამებითა და დისკუსიებზე დაფუძნებული პედაგოგიკით. ყოველწლიურად უნივერსიტეტი ასობით ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს იზიდავს, ხოლო კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი დასაქმებულია ან აგრძელებს განათლების მიღებას შემდგომ სასწავლო საფეხურებზე."

ანგარიშს სამუშაო ვერსია უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მსგავსი სიახლეები