TBC ბანკის სამარკეტინგო კომუნიკაციების განყოფილების უფროსი კამპუსში

29 მარტი 2015

პროექტის "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა TBC ბანკის სამარკეტინგო კომუნიკაციების განყოფილების უფროსი ქეთევან ყავლაშვილი მოიწვიეს.

ქეთევან ყავლაშვილის ვიზიტი სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სტუმარმა ისაუბრა კომპანიის კონკურენტებზე, ბრენდინგზე, სეგმენტაციაზე და სხვა ბევრ საინტერესო თეებზე. მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მომავალ კოლეგებს.

შეხვედრის ორგანიზატორები აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტები ლანა კორკელია, ლიკა გარსევანიშვილი, თეკლა ბოჭორიშვილი, ქეთევან მოსაშვილი და ნატო ლაფერაშვილი იყვნენ.

პროექტს "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ბიზნესის ადმინისტრირების ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები