თეიმურაზ კურცხალია კამპუსში

18 ოქტომბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს გამორჩეული პროფესორი თეიმურაზ კურცხალია ეწვია, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - ნივთიერებათა ცვლის გლობალური რეგულაცია.

თეიმურაზ კურცხალია არის მაქს-პლანკის ინსტიტუტის (დრეზდენი, გერმანია), თავისუფალი უნივერსიტეტისა და ბანგალორის (ინდოეთი) ნაციონალური ბიოლოგიური ცენტრის გამორჩეული პროფესორი.

ინტენსიური მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა სიცოცხლის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. თუმცა, ორგანიზმის სიცოცხლეში არის გარკვეული პერიოდი, როდესაც მეტაბოლიზმი მკვეთრად მცირდება ან თითქმის წყდება, შემდეგ კი კვლავ ჩვეულბრივ დონეს უბრუნდება. მაშასადამე, უნდა არსებობდეს მეტაბოლიზმის გლობალური რეგულაციის მექანიზმები. ამ მექანიზმების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სიცოცხლის ძირეული თვისებების გასარკვევად, არამედ მრავალი დაავადებების სამკურნალოდ.

მსგავსი სიახლეები