თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექცია

11 თებერვალი 2014

28 თებერვალს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა თეიმურაზ კურცხალიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "კრიპტობიოზი - ორგანიზმის მდგომარეობა ცოცხალსა და მკვდარს შორის."

ამავე დღეს, თეიმურაზ კურცხალიას მიენიჭა გამორჩეული პროფესორის წოდება. 2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გამორჩეული პროფესორის წოდებას ანიჭებენ მეცნიერებს, რომლებსაც უნივერსიტეტების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

დამატებითი ინფორმაცია:

თეიმურაზ კურცხალია 1992 – 1998 წლებში უძღვებოდა მეცნიერთა გუნდს მოლეკულური მედიცინის Max-Delbrück-ის ცენტრში (ბერლინი, გერმანია). 1998 წლიდან პროფესორი კურცხალია Max-Planck-ის მოლეკულური უჯრედებისა და გენეტიკის ინსტიტუტში მოღვაწეობს.

მსგავსი სიახლეები