თეიმურაზ კურცხალიას საჯარო ლექცია

29 სექტემბერი 2013

ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საჯარო ლექციას წაიკითხავს პროფესორი თეიმურაზ კურცხალია, მაქს-პლანკის ინსტიტუტის (გერმანია) თანაშრომელი.

ლექციის თემა: სიცოცხლე წყლის გარეშე და სხვა საოცარი ამბები.

დრო: 2 ოქტომბერი, 14:00 საათი 

ადგილმდებარეობა: დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, აუდიტორია #415

ბიოგრაფიული ცნობები

თეიმურაზ კურცხალია სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ცილის ინსტიტუტში(პუშჩინო), სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიიღო დოქტორის ხარისხი; მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში (თბილისი); გდრ-ის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში (ბერლინი). იყო ემბო-ს ხანგრძლივი სტიპენდიანტი ევროპული მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი); მაქს-დელბრიუკის ცენტრში (ბერლინი) ჯგუფის ხელმძღვანელი. 1998 წლიდან დღემდე გახლავთ მაქს პლანკის მოლეკულური უჯრედის ბიოლოგიის და გენეტიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ინდოეთის ნაციონალური ბიოლოგიური მეცნიერებათა ცენტრის (ბანგალორი) პროფესორი. არის 70-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი აკადემიურ ჟურნალებში, მათ შორის, უმაღლესი კატეგორიის გამოცემებში Nature, Science, Cell და მათ სატელიტ ჟურნალებში. ბოლოდროინდელი თემატიკა არის კრიპტობიოზის, ანუ მალული სიცოცხლის, მოლეკულური მექანიზმების დადგენა.

მსგავსი სიახლეები