ტემპუსის პროექტ სუტომას დასკვნითი ღონისძიება გერმანიაში

17 მაისი 2016

9-12 მაისს, გერმანიის ქალაქ ვილჰელმსჰავენში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის (530161 –TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-JPCR - სუტომა) "ახალი მოდულების განვითარება მდგრადი ტურიზმის მართვაში საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის" ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ პროექტში ჩართულმა უნივერსიტეტების წარმამოადგენლებმა (გერმანია, ლატვია, ირლანდია, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო), მათ შორის საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმაც.

კონფერენციაზე პარტნიორმა უნივერსიტეტებმა წარადგინეს ანგარიში ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული შედეგების შესახებ.

"სუტომას" პროექტის ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს გერმანიის ორ უნივერსიტეტთან (იადეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი; ვორმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი), რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის მომავალ ურთიერთთანამშრომლობას როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებებით.

პროექტი დაიწყო 2012 წლის ნოემბერში და დასრულდება 2016 წლის ივლისში.

მსგავსი სიახლეები