თემურ ქანთარია ნიდერლანდებში მიიწვიეს

16 მაისი 2019

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, შრსესფ–ის გრანტის (#FR17_102) კოორდინატორი, ქიმიის აკადემიური დოქტორი თემურ ქანთარია მოწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე „10th International Conference on Chemistry“ (09-10 მაისი 2019 წ) ქალაქ ამსტერდამში (ნიდერლანდები) ნანომეცნიერებისა და ტექნოლოგიის სექციის პოსტერული მომხსენებლისა და კონფერენციის მოდერატორის რანგში.  

ვიზიტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური გრანტით (#FR17_102) 

ამსტერდამში თემურ ქანთარიამ წარადგინა პოსტერული მოხსენება სათაურით: „Elaboration of biodegradable PEGylated nanoparticles made of α-amino acid based pseudo-proteins”. მოხსენება ეხებოდა ბიოდეგრადირებადი (ორგანიზმში დაშლადი), პოლიეთილენგლიკოლით დაფარული ნანონაწილაკების შემუშავებას ფსევდო-პროტეინების საფუძცელზე. თემურ ქანთარიას მიერ მიღებული პოლიმერული ნანონაწილაკები პერსპექტიულია სამედიცინო გამოყენებისათვის წამლის მიმწოდებელი ნანოკონტეინერების სახით.  

კონფერენციაზე თემურ ქანთარია დაჯილდოვდა სპეციალური „კონფერენციის მოდერატორის“ სერტიფიტატით.

მსგავსი სიახლეები