თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს
24 სექტემბერი 2018
რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში.
კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 7 500 დელეგატი. ეს მისია 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.