ტრენინგი ბიოუსაფრთხოების საკითხებში
06 თებერვალი 2015
2-6 თებერვალს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – "ცოდნის გაღვივება და ბიოუსაფრთხოების/ბიოლოგიური დაცვის/ბიორისკების მართვის მოწინავე გამოცდილების გაზიარება" ფარგლებში ტრენინგი გაიმართა.
პროექტი წარმოადგინა აგრარულმა უნივერსიტეტმა.
პროექტის მიზანია ბიოუსაფრთხოების, ბიოლოგიური დაცვის და ბიორისკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა.