ტრენინგი ვეტერინარიაში

05 მაისი 2014

5 მაისს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში დაიწყო 2 კვირიანი ტრეინინგები, რომლის მიზანია საქართველოში მოღვაწე ვეტერინარების და სტუდენტების დახელოვნება ძაღლისა და კატის სტერილიზაცია-კასტრაციის თანამედროვე მეთოდების ჩვენება და სწავლება.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება, აგრარული უნივერსიტეტის ვეტ-კლინიკაში მომუშავე ვეტერინარების მიერ 2008 წელს ჩამოყალიბებული ცხოველთა დაცვის საზოგადოების ეგიდით და თანამონაწილეობით - "უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება" და "ცხოველთა უფლებების კომიტეტის" მიერ.

ტრეინინგის ფარგლებში ჩამოსულია ბრიტანული ორგანიზაცია "Mayhew International" ვეტერინარი ურსულა გოეთსი და მისი ასისტენტი.

ტრენინგს რამდენიმე დღეში შემოუერთდება აგრეთვე ბრიტანელ ცხოველთა დამცველი " International Cat Care" დამფუძნებელი იენ მაკფარლეი.

პირველი კვირა ეძღვნება ძაღლებს, ხოლო მეორე კატებს. ტრეინინგები ასევე ჩატარდება თბილისის და გორის მუნიციპალურ თავშესაფრებში. ტრეინინგს ესწრებიან გორისა და ქუთაისის მუნიციპალური თავშესაფრების ვეტერინარები. 

პროექტის მიზანი აგრარული უნივერსიტეტის ვეტ-კლინიკაში თანამედროვე ვეტერინარიის პრინციპების დანერგვაა, რაც საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები