ტურნირი მასპინძელთა რობოტის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა

18 ივლისი 2014

17 ივლისს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსმა რობოტების შერკინებას უმასპინძლა.

ღია ტურნირზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი რობოტები შეხვდნენ ერთმანეთს.

დაძაბული ბრძოლების შედეგად პირველ ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი რობოტი გავიდა, რომელმაც ყველა შერკინებაში გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი აგრარული უნივერსიტეტისა და ილიაუნის სტუდენტებმა გაიყვეს.

ამ მასშტაბების და სიძლიერის რობოტები საქართველოში არასდროს შექმნილა.

ტურნირი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ორგანზიებით ჩატარდა და ყოველწლიური სახე მიეცემა.

გამარჯვებულ სამეულს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები