თხილის სექტორის მომავალი ლიდერები

04 ოქტომბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში „თხილის სექტორის მომავალი ლიდერები სასწავლო პროგრამის“ 2015-2016 წლების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ, USAID-ს მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მორისმა და შპს „აგრიჯორჯიას“ დირექტორმა დანიელ დელაჩამ.
 
პროგრამაში მონაწილეობდნენ აგრონომიული და სატყეო პროგრამის სტუდენტები, რომლებსაც 1 წლის განმავლობაში ზუგდიდში ჩაუტარდათ თეორიულ და პრაქტიკული სწავლება „შპს აგრიჯორჯიას“ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების და GHGA-ს აგრო-კონსულტანტების მიერ.
 
აღნიშნული პროგრამა ჩატარდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, USAID/REAP–ის, შპს აგრიჯორჯიას და GHGA-სა ინციატივით. პროექტი მოიცავს თხილის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს: პლანტაციების მართვას, პარაზიტების წინააღმდეგ მიმართულ კომპლექსურ ღონისძიებებს, მოსავლის აღებას და შემდგომ პროცედურებს, როგორიცაა თხილის შრობა, ხარისხის კონტროლი და დასაწყობება.
 
თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა „აგრიჯორჯიას“ პლანტაციებში, ადგილობრივ მეთხილეთა ბაღებში, ასევე ახლადშექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თხილის სექტორის სპაციალისტების მომზადებას, არამედ ეს იქნება საქართველოში კვალიფიციური აგრონომების ნაკლებობისკენ მიმართული ქმედება. ნოემბრიდან დაგეგმილია სტუდენტების ახალი ნაკადის შერჩევა და გაგზავნა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
 
 

მსგავსი სიახლეები