უკრაინა - რეფორმები და პოლიტიკა

19 მარტი 2014

ხუთშაბათს, 20 მარტს, 17:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კახა ბენდუქიძის საჯარო ლექცია, რომელზეც საუბარი იქნება უკრაინაში საგანგებო ეკონომიურ სამიტზე განხილულ საკითხებსა და უკრაინელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე. 

სამიტი 12 მარტს კიევში ჩატარდა და მისი ორგანიზატორები თავისუფალი უნივერსიტეტი, უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ევროპის ბიზნესის ასოციაცია, კიევის ეკონომიკური სკოლა, კატონის ინსტიტუტი და ატლასის ეკონომიკური კვლევების ფონდი იყვნენ. კახა ბენდუქიძე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი გახლდათ.

უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამიტი მიზნად ისახავდა რეფორმების საუკეთესო გზების გამონახვას. ასევე, გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის, ფინანსური სტაბილურობისა და ენერგო პოლიტიკის საკითხებში.

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 240, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.

მსგავსი სიახლეები