უნივერსიტეტის საცდელი ბაზები სერტიფიცირებული თესლის რეალიზაციას მოახდენს

31 მარტი 2016

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირება, რის შემდეგადაც აგრარული უნივერსიტეტის საცდელმა ბაზებმა მიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, რათა მოეხდინა უნივერსიტეტის საცდელ ბაზებზე წარმოებული არაგენმოდიფიცირებული, ქართული სოიასა და სიმინდის თესლის სერტიფიცირება.

შესაბამისად, ჯიშობრივი სიწმინდე მაღალი ჰქონდა ჩვენს სათესლე მასალას და სოიას ოთხმა ჯიშმა და სიმინდის ერთმა ჯიშმა მიიღო თესლის სერტიფიკატი.

ამიერიდან, უკვე დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ უნივერსიტეტის საცდელი ბაზები მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული თესლის რეალიზაციას მოახდენს.

მსგავსი სიახლეები