უნივერსიტეტმა წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
09 დეკემბერი 2014
ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსში "ლეონარდო და ვინჩი" მიღწეული წარმატებისათვის თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა სპეციალური პრიზი გადასცა მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პროექტის - "მარცლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სათესი მოწყობილობა" - ავტორებს მურმან იოსებიძესა და სესილი გოგილაშვილს.
უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და ეპატიჟება ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში საგაზაფხულო სკოლაზე წარმატებულ ოლიმპიელებთან ერთად.