ურთიერთთანამშრომლობის 8 ახალი მემორანდუმი
19 ოქტომბერი 2015
15 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს საქართველოში მოღვაწე 8 სხვადსხვა კომპანიის ხელმძღვანელები ეწვივნენ.
შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
კომპანიებს - ჯი თი ეს ელექტრონიქსი, ჩირინა, ინსტა, გეომედიკა, აიდიეს ბორჯომი საქართველო, ივერმედი, ლოჯიქალ სისტემზ კომპანი და მონტაჟ ჯორჯია - და აგრარულ უნივერსტიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა, რომელიც გათვლილია სამომავლო თანამშრომობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორი ლაშა გოცირიძე, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ზაზა მეტრეველი და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი აკაკი ფაღავა.